ავტორი:

როგორ მივიღოთ ბუნებრივი ნამზეურის ფერი ავტორუჯით?

როგორ მივიღოთ ბუნებრივი ნამზეურის ფერი ავტორუჯით?

კვლევებით დადასტურდა, რომ ყოველი რუჯის მიღებისას კანს სერიოზულ ზიანს ვაყენებთ. შეცვლილი პიგმენტი კანის უჯრედების თავდაცვითი სიგნალის შედეგია, ულტრაიისფერი სხივების წინააღმდეგ, რომელთაც შეუქცევადი დაავადებების გამოწვევა შეუძლია.

რუჯის მიღების პროცესი ასეთია: როდესაც ულტრაიისფერი სხივები (UV) კანში აღწევს, აზიანებს ეპიდერმისის ღრმა ფენებს, უჯრედების დნმ-ს. ორგანიზმი ამ დაზიანების საპასუხოდ იწყებს მელანინის ჭარბად წარმოებას, რათა შემდგომი დასხივებისგან დაიცვას თავი. კანი ფერს სწორედ მელანინის წარმოქმნის შედეგად იღებს.

რისკები, რომლებიც რუჯის მიღებას ახლავს:

  • ფოტოდაბერება - წვრილი ხაზებისა და ნაოჭების წარმოქმნა

მზის ულტრაიისფერი სხივები არა მხოლოდ უჯრედების დაზიანებას, არამედ კოლაგენისა და ელასტინის ბოჭკოების დაშლასაც იწვევს. ისინი კი ჩვენი კანის სიმკვრივესა და ელასტიკურობას განაპირობებენ. მათი შემცირების შედეგად ჩნდება წვრილი ხაზები და ღრმავდება მიმიკური ნაოჭები. ამ პროცესს დერმატოლოგიაში ფოტოდაბერება ეწოდება.

კვლევებმა აჩვენა, რომ რუჯის ხშირი მიღება აჩქარებს ნაოჭების წარმოქმნის პროცესს. ამასთან, კანის პიგმენტაციისკენ უფრო მიდრეკილი ხდება. აღსანიშნავია, რომ მზისგან მიყენებული ზიანი წლების განმავლობაში გროვდება და შედეგს მოგვიანებით გვიჩვენებს.

  • კანის კიბოს რისკი

ყველაზე დიდი ზიანი, რაც შეიძლება რუჯის მიღებამ მოგვაყენოს, მელანომაა. ულტრაიისფერი გამოსხივება კანის კიბოს გამომწვევი ნომერ პირველი მიზეზია. გასათვალისწინებელია, რომ მზისგან მიღებული ყოველი დამწვრობა, განსაკუთრებით ბავშვობაში ან მოზარდობისას, მომავალში მელანომის განვითარების შანსს ორმაგად ზრდის. სოლარიუმი კი ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო საფრთხისშემცველია, რადგან მისი გამოსხივება კიდევ უფრო ინტენსიურია.

სწორედ ამიტომ, დერმატოლოგები მუდმივად გვაფრთხილებენ, მოვერიდოთ მზის აბაზანებს და მუდმივად გამოვიყენოთ მზისგან დამცავი ფილტრი. ბუნებრივი ნამზეური კი ჩავანაცვლოთ ავტორუჯით, რომელიც სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

ავტორუჯი საშუალებების უმეტესობა დაფუძნებულია აქტიურ ინგრედიენტებზე: დიჰიდროქსიაცეტონი (DHA) და ერითროლოზა, რომელიც კანის ზედა ფენაში ანუ ეპიდერმისში არსებულ მკვდარ უჯრედებთან შედის რეაქციაში და ფერს უცვლის მათ. აღნიშნული პროცესი სრულიად უსაფრთხოა, არ აზიანებს დამცავ ბარიერს და არ ხდის კანს ინფექციებისადმი მოწყვლადსა და გამოშრობისკენ მიდრეკილს.

როგორ შევარჩიოთ ავტორუჯი და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი გამოყენებისას, რათა ბუნებრივი ნამზეურის ეფექტი მივიღოთ?

ავტორუჯის შერჩევისას რეკომენდებულია დავაკვირდეთ, პროდუქტს დატენიანების ფუნქციაც ჰქონდეს. ამასთან, ყველა ავტორუჯს მითითებული აქვს, მისგან როგორ ფერს ვიღებთ - კარამელის ტონალობა, ყავისფერი, მოყვითალო თუ სხვა. რუჯის ინტენსივობა და ხანგრძლივობა ავტორუჯში შემავალ დიჰიდროქსიაცეტონსა (DHA) ერითროლოზას კონცენტრაციაზეა დამოკიდებული. DHA არის უფერო შაქარი და რაც უფრო მეტია მისი შემადგენლობა ავტორუჯში, უფრო ინტენსიურ ფერს მივიღებთ და სწორი მოვლის შემთხვევაში, ხანგრძლივად შევინარჩუნებთ მას. DHA-ზე დაფუძნებული პროდუქტი უფრო ფორთოხლისფერ შეფერილობას გვაძლევს, თუმცა შედეგს მოკლე დროში ვაღწევთ. ერითროლოზა კი შედარებით ბუნებრივი ტონის მიღწევაში გვეხმარება, თუმცა შედეგს ნელა ვიღებთ და შესაძლოა, ავტორუჯის რამდენჯერმე დატანაც დაგვჭირდეს.

ასეთ დეტალებზე დაკვირვებით მივიღებთ სასურველ ფერს და იმედგაცრუებას ავირიდებთ თავიდან.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ძვირადღირებული პროდუქტი აუცილებლად კარგს არ ნიშნავს, რადგან მთავარი შემადგენლობაა. ბიუჯეტური და ამავდროულად, ეფექტური პოლონური ბრენდი ლირენე (Lirene) წლებია, პოპულარობით სარგებლობს ტექსტურის მრავალფეროვნების (სპრეი, კრემი, გელი, ქაფი); უსაფრთხო შემადგენლობის, სასიამოვნო არომატისა და ეფექტიანობის გამო.

„ლირენეს“ ავტორუჯები არ ტოვებს სტაფილოსფერ შეფერილობას, არ გადადის ტანსაცმელზე. მისი ფორმულა მორგებულია კანის ბუნებრივ პიგმენტზე და იძლევა თბილ, ბუნებრივ ნამზეურს.

ამასთან, პროდუქტის შემადგენლობაშია დამატენიანებელი ზეთები და E ვიტამინი, რაც იმას ნიშნავს, რომ კანი ერთდროულად იცვლის ფერს, ხდება უფრო დატეანიანებული და რბილი.

ავტორუჯის კანზე დატანის წესები:

  • კანის მომზადება - ავტორუჯის წასმამდე მინიმუმ 24 საათით ადრე უნდა ვიზრუნოთ მკვდარი უჯრედების მოცილებაზე, რისთვისაც სკრაბი დაგვჭირდება. ასე უფრო თანაბარ ტონს მივიღებთ და ფერი დიდი ხნით შეგვინარჩუნდება.
  • კანის დატენიანება კონკრეტულ ზონებში - როგორც წესი, ავტორუჯის წასმამდე დამატენიანებლის გამოყენება რეკომენდებული არ არის, თუმცა თუ მუხლები, კოჭები და იდაყვები ძალიან გამომშრალი გვაქვს, შეგვიძლია, რამდენიმე საათით ადრე დამატენიანებელი გამოვიყენოთ. ეს აღნიშნულ ადგილებში ფერის ჩამუქებას აგვარიდებს თავიდან.
  • პროდუქტის დასატანად გამოიყენეთ ავტორუჯის ხელთათმანი, რომელიც ფართოდ არის ხელმისაწვდომი. ეს პროდუქტის თანაბრად გადანაწილებაში დაგეხმარებათ. დაიტანეთ პროდუქტი ნელი, წრიული მოძრაობით, ქვემოდან ზემოთ.

თუ ავტორუჯს სახეზეც იყენებთ, ჯერ ხელზე გადაიტანეთ მცირე რაოდენობით „ლირენეს“ წვეთები ან მუსი და შემდეგ გადაინაწილეთ თხლად, ნელი მოძრაობით.

  • ავტორუჯის გაშრობას მინიმუმ 10-15 წუთი დაელოდეთ და შემდეგ ჩაიცვით, ამასთან, ეცადეთ პირველი 1-2 საათი თავისუფალი, მუქი ფერის ტანსაცმელი ატაროთ და მოერიდეთ წყალთან კონტაქტს, რადგან როგორც წესი, საბოლოო ფერს 4-6 საათის შემდეგ ვიღებთ.
  • თუ გსურთ, რომ ავტორუჯისგან მიღებული შედეგი უფრო დიდი ხნით შეინარჩუნოთ, ყოველდღიურად გამოიყენეთ დამატენიანებელი ლოსიონი.

ლირენეს პროდუქტებს აღმოაჩენთ PSP-ს ქსელში ან ონლაინ ვებგვერდსა და აპლიკაციაში.

R