ავტორი:

ალტე უნივერსიტეტი XI–XII კლასელებს პროფესიული ორიენტაციის ფორუმზე იწვევს

ალტე უნივერსიტეტი XI–XII კლასელებს პროფესიული ორიენტაციის ფორუმზე იწვევს

ალტე უნივერსიტეტი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იწყებს რეგიონულ ტურნეს, რომლის მიზანია XI-XII კლასელებისთვის პროფესიის არჩევის პროცესში მხარდაჭერა, ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა და კარიერული ცნობიერების გაზრდა.

ტურნეს პირველი მიმართულება კახეთია, სადაც 20 მარტს, 12:00 საათზე, თელავის ტექნოპარკში პროფესიების ფორუმი გაიმართება.

ფორუმის ფარგლებში მონაწილეები დაესწრებიან პროფესიული ორიენტაციის ინტერაქციულ ვორკშოპს, გაეცნობიან კარიერული განვითარების შესაძლებლობებს და მიიღებენ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც დაეხმარებათ საკუთარი პროფესიული გზის განსაზღვრაში. ღონისძიების ორ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება მოიპოვოს ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კარიერული განვითარების 3-დღიანი ბანაკის საგზური, ხოლო ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტის, ანი ამირანაშვილის განმარტებით, პროფესიების რეგიონული ტურნეს მთავარი მიზანია, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ხარისხიანი პროფესიული ორიენტაცია და პროფესიის არჩევის პროცესი გააზრებულ და სტრუქტურირებულ ჩარჩოში მოექცეს. ინიციატივა ემსახურება იმ გარემოს შექმნას, სადაც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, უკეთ გაიაზრონ საკუთარი ინტერესები, უნარები და განვითარების პოტენციალი:

„პროფესიის არჩევა ახალგაზრდის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენი მიზანია, რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს მივცეთ არა მხოლოდ ინფორმაცია, არამედ პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც დაეხმარებათ საკუთარი ინტერესებისა და უნარების გააზრებაში. სწორედ ამიტომ ვიწყებთ პროფესიების რეგიონულ ტურნეს, რათა ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, ვისაც სურს საბოლოო არჩევანის გაკეთებამდე დეტალური ინფორმაცია მიიღოს სხვადასხვა პროფესიებზე სფეროს წარმომადგენლებისგან და გაერკვეს საკუთარ რეალურ ინტერესებში“, - განმარტა ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ანი ამირანაშვილმა.

პროფესიების რეგიონული ტურნე მიზნად ისახავს რეგიონებსა და დიდ ქალაქებს შორის ინფორმაციული ბარიერის შემცირებას, საგანმანათლებლო ხელმისაწვდომობის გაზრდას და ახალგაზრდების კარიერული ცნობიერების გაძლიერებას. ინიციატივა წარმოადგენს ალტე უნივერსიტეტის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვან ნაწილს.

თელავის ტექნოპარკში პროფესიების ფორუმის დასასრულს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ალტე უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს, მათ შინაარსს, სწავლების სპეციფიკასა და პროფესიულ პერსპექტივებს. მონაწილეები შეხვდებიან უნივერსიტეტის ლექტორებსა და დეკანებს, ასევე სფეროს პროფესიონალებს, რომლებიც დეტალურ ინფორმაციას გაუზიარებენ ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა მედიცინა, სტომატოლოგია, ბიზნესის ადმინისტრირება, კომპიუტერული მეცნიერებები და სხვა თანამედროვე, მოთხოვნადი პროფესიული სფეროები.

ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.office.com/e/6b1YVqppCd

R