ავტორი:

"აღარც დასვენება მინდა, აღარც დაბადება. ბურჯ ხალიფასთან აფეთქება იყო“ - რას გვიყვება ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის ინფლუენსერი მეუღლე დუბაიდან?

"აღარც დასვენება მინდა, აღარც დაბადება. ბურჯ ხალიფასთან აფეთქება იყო“ - რას გვიყვება ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის ინფლუენსერი მეუღლე დუბაიდან?

ფეხბურთელ ვაკო ყაზაიშვილის მეუღლე, ინფლუენსერი გვანცა ნიშნიანიძე, რომელიც ამჟამად დუბაიში იმყოფება, სოციალურ ქსელში მძიმე ღამეზე ჰყვება. როგორც ირკვევა, დაბადების დღის აღსანიშნავად წასული ინფლუენსერი მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა

"გადავწყვიტე წამოვსულიყავი ჩემი დაბადების დღისთვის დუბაიში. ვთქვი, განსხვავებული დაბადების დღე მინდოდა ჩემს დასთან და მეგობართან ერთად...

ძალიან მძიმე ღამე გვქონდა წუხელ. მთელი ღამე იყო სირენების ხმა, გაქცევა, გამოქცევა, დამალვა. პარკინგზე ვიყავით ჩაკეტილები, შემდეგ ავედით ნომერში, ისევ ჩავედით. მთელი ღამე დავრბოდით წინ და უკან. რა გაცინებსო მწერენ და მაშინ უნდა ვიტირო და ეს ხომ არ ნიშნავს, რომ არ ვნერვიულობ, მე ვარ აქ, თორემ ვინც წერს, სახლშია თბილად კლავიატურასთან. მწერენ, რა გაცინებს, ხალხი იხოცება, კი აგერ ჩემს გვერდზე ვარდება ბომბები, ხან გავრბივართ, ხან ვიმალებით, გააჩნია ვინ როგორ გამოხატავს ემოციას.

აღარც დასვენება მინდა, აღარც დაბადება. ახლახან ბურჯ ხალიფასთან იყო აფეთქება", - ამბობს ვიდეოებში გვანცა.

იხილეთ ასევე: