ავტორი:

3 400-ზე მეტი გაუქმებული და გადადებული ავიარეისი - რა მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში

3 400-ზე მეტი გაუქმებული და გადადებული ავიარეისი - რა მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში

აშშ-ისა და ისრაელის მიერ, ირანის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო დარტყმების ფონზე, ავიაკომპანიები ახლო აღმოსავლეთში რეისების გაუქმებას აგრძელებენ.

ახლო აღმოსავლეთის ძირითად აეროპორტებში 3 400-ზე მეტი საჰაერო რეისი გაუქმდა - ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროებში აცხადებენ. ცნობილი ხდება, რომ კატარის ავიახაზები ოპერირებას განაახლებს მას შემდეგ, რაც კატარის სამოქალაქო ავიაციის ორგანო საჰაერო სივრცის უსაფრთხოდ გახსნის შესახებ გამოაცხადებს.

თელ-ავივის, დუბაის, დოჰას და რეგიონის სხვა საერთაშორისო აეროპორტებში ფრენები დროებით შეჩერებულია. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ბაჰრეინში, ქუვეითში, კატარში და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მოგზაურობისგან.

საჰაერო სივრცის დახურვის გამო, Emirates-მა დუბაიში და მის ფარგლებს გარეთ ფრენები ორშაბათს 15:00 საათამდე (13:00 GMT) შეაჩერა, ხოლო Etihad-მა აბუ-დაბიდან ფრენები 02:00 საათამდე შეზღუდა.

  • დარტყმების შედეგად დუბაისა და აბუ-დაბის აეროპორტებში ერთი ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. დაშავებულთაგან ოთხი დუბაის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელია.

British Airways-მა თელ-ავივისა და ბაჰრეინის მიმართულებით ფრენები ოთხშაბათამდე გააუქმა. ექსპერტები აცხადებენ, რომ ჰითროუსა და აბუ-დაბის, ამანის, ბაჰრეინის, დოჰას, დუბაის ან თელ-ავივის აეროპორტებს შორის რეისები შესაძლოა რამდენიმე დღით შეფერხდეს.

იორდანიისა და ლიბანის საჰაერო სივრცე ღია რჩება, თუმცა ფრენები შეზღუდულია.

წყარო