ავტორი:

"ქორწილი უკვე შედგა. თქვენ ის გამოტოვეთ" - ზენდეია და ტომ ჰოლანდი ფარულად დაქორწინდნენ

"ქორწილი უკვე შედგა. თქვენ ის გამოტოვეთ" -  ზენდეია და ტომ ჰოლანდი ფარულად დაქორწინდნენ

მსახიობები ზენდაია და ტომ ჰოლანდი ფარულად დაქორწინდნენ - ამის შესახებ ზენდაიას სტილისტმა, ლოუ როუჩმა განაცხადა.

1-ელ მარტს, 2026 წლის მსახიობების დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე როუჩმა Access Hollywood-ს გაუმხილა: "ქორწილი უკვე შედგა. თქვენ ის გამოტოვეთ".

წყვილის სავარაუდო ქორწინების შესახებ ჭორები პირველად 2025 წლის "ოქროს გლობუსის“ დაჯილდოების შემდეგ გავრცელდა, როცა 29 წლის ზენდაიამ მარცხენა ხელის საჩვენებელ თითზე ბრილიანტი ბეჭედი მოირგო.

ქორწინების შესახებ ინფორმაცია წყვილს არ დაუდასტურებია.

ზენდეიასა და ტომ ჰოლანდის ურთიერთობის შესახებ მედიამ 2021 წლის ივლისში შეიტყო. ინტერნეტში გავრცელდა ფოტოებიც, რომლებშიც მანქანაში მსხდომი ვარსკვლავები ერთმანეთს კოცნიდნენ. წყვილმა ურთიერთობა იმავე წელს Instagram-ზე გამოქვეყნებული ფოტოთი დაადასტურა.

ტომ ჰოლანდმა ერთხელ აღნიშნა, რომ მის პირად ურთიერთობა "წმინდად“ მიიჩნევს.

"არცერთ ჩვენგანს არ სურს საკუთარი ცხოვრება დამალოს ან უარი თქვას უბრალო ჩვეულებრივი აქტივობებზე, მაგალითად, სადილზე გასვლაზე, მაგრამ ამავდროულად გვინდა დავიცვათ ჩვენი კონფიდენციალურობა,“ - განუცხადა მან Daily Mirror-ს.

"თქვენ უნდა შეეგუოთ, რომ კონფიდენციალურობის ზოგი ასპექტი თქვენი კონტროლის მიღმა რჩება. თუმცა, რაც ჩვენს კონტროლს ექვემდებარება, ამას მკაცრად ვიცავთ,", - დაამატა მსახიობმა.

: