აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, 1-ლი მარტის საღამოს, ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალებმა შეცდომით 3 აშშ-ის F-15E გამანადგურებელი ჩამოაგდეს.
ეკიპაჟის ექვსივე წევრი გადარჩა, განხორციელდა მათი ევაკუაცია და ამჟამად სტაბილურ მდგომარეობაში არიან.
„სამი ამერიკული F-15E Strike Eagles, რომლებიც ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ მხარდასაჭერად დაფრინავდნენ, ქუვეითის თავზე ჩამოვარდა, სავარაუდოდ, მეგობრული ცეცხლისგან გამოწვეული ინციდენტის გამო. აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს, რომელიც მოიცავდა თავდასხმებს ირანული თვითმფრინავები, ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით, აშშ-ის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები შეცდომით ჩამოაგდეს ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალებმა“, - ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.
ინციდენტის მიზეზის დასადგენად ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.
ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ქუვეითის თავზე მიფრინავს და შემდეგ დაბლა ეშვება. ხოლო ეკიპაჟის წევრი პარაშუტით ხტება. სავარაუდოდ, ვიდეო სწორედ აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას ასახავს.
იხილეთ ასევე: