საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.
“ხამენეის ამბავი რომ გავიგე, ტკბილად ჩამეძინა და სიზმარში უცებ გამომეცხადა ზვიგენის საქმის მოსამართლე ქალი და ვითომ ყურში ნაზად მიჩურჩულებდა: "ჩემო მიშიკო, ხომ ნახე რეები ხდება, ხოდა ზვიგენის საქმის განხილვა ასეთი დიდი ხნით იმიტომ გადავდე, რომ მანამდე ან ზვიგენი მოკვდება ან მისი პატრონიო...“ - წერს სააკაშვილი და “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს მიმართავს, მისი საქმის მოსამართლეს “მიხედოს.“
“ბატ. ბიძინა მიხედე მაგ ქალს, ან სიზმარში რატომ მეჭრება, ან ასეთ რამეებს რატომ ლაპარაკობს? საერთოდ ქალი უნდა იყოს “ბუტკაში“ და ზვიგენი ოკეანეში", - წერს სააკაშვილი.