ავტორი:

ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში კიდევ ერთი, მეოთხე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში კიდევ ერთი, მეოთხე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მეოთხე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, - ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

  • აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ირანის მიერ განხორციელებული საწყისი იერიშების შედეგად მიყენებული მძიმე ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

"ძირითადი საბრძოლო ოპერაციები და ჩვენი საპასუხო ძალისხმევა გრძელდება“, - აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

CNN-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ირანის მიერ ქუვეითში განხორციელებული დარტყმების შედეგად დაშავდა.