ავტორი:

"ეს ერთი ღამის ოპერაცია არ არის" - აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე

"ეს ერთი ღამის ოპერაცია არ არის" - აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე

ეს ერთჯერადი, ერთი ღამის ოპერაცია არ არის , - ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, დენ კეინმა ბრიფინგზე განაცხადა.

"სამხედრო მიზნების მიღწევას, რომლებიც ცენტრალურ სარდლობასა და გაერთიანებულ ძალებს დაეკისრათ, გარკვეული დრო დასჭირდება და ზოგ შემთხვევაში ეს რთული და მძიმე საქმე იქნება“, - განაცხადა კეინმა.

მისი თქმით, ოპერაციის მსვლელობისას აშშ დანაკარგებს ელის.

"რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ, რომ დანაკარგები მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - აღნიშნა აშშ-ის გაერთიანებული შტატების თავმჯდომარემ.

კეინის ცნობით, აშშ-ის დაზვერვის მონაცემებმა ისრაელს საშუალება მისცა, რომ აიათოლა ხამენეის რეზიდენციაზე დარტყმის ზუსტი დრო გაეთვალა.

"ეს ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ დღისით განხორციელებული დარტყმა იყო. დარტყმა აშშ-ის დაზვერვის მხარდაჭერით განხორციელდა“, - განაცხადა კეინმა.