ავტორი:

10 წლის გოგონას ლომი დაესხა თავს და მისი გალიაში შეთრევა სცადა - რა მოხდა ჩინეთის ერთ-ერთ ზოოპარკში?

10 წლის გოგონას ლომი დაესხა თავს და მისი გალიაში შეთრევა სცადა - რა მოხდა ჩინეთის ერთ-ერთ ზოოპარკში?

შემთხვევა ჩინეთის ერთ-ერთ ზოოპარკში მოხდა, 10 წლის გოგონამ სცადა გალიაში მყოფი მტაცებლისთვის საკვები მიეწოდებინა, რასაც ცხოველის აგრესია მოჰყვა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გამოყო ლომმა გისოსებს შორის თათი, მოზარდს ბრჭყალები შარვალში ჩაავლო და გალიისკენ გაათრია, სადაც მის გარდა კიდევ ორი მტაცებელი იმყოფებოდა.

ვიდეოში გოგონას კივილი ისმის, შემდეგ კადრებში ზოოპარკის თანამშრომელი ჩანს, რომელიც ერთი ხელით ბავშვს უკან ექაჩება, მეორით კი ცხოველს თათებში ლითონის მილს ურტყამს.

საბედნიეროდ დაძაბული ბრძოლის შემდეგ, თანამშრომელმა ნადირის ბრჭყალებიდან გოგონას გამოთავისუფლება მაინც შეძლო და ის მცირე ნაკაწრებით ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თანამშრომელმა მოზარდი ცხოველის გამოსაკვებად ვიზიტორებისთვის აკრძალულ ბუფერულ ზონაში თავად შეიყვანა, ლომი კი მოზარდ იმიტომ დაესხა თავს, რომ მის ხელში ხორცის ნაჭერი შეამჩნია.

წყარო