ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მარნეულში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ორ ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
"დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით, (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) 236-მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ტარება) წარედგინა.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.