ირანში ოპერაცია, სავარაუდოდ, 4-დან 5 კვირამდე გაგრძელდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის ირანში სამხედრო ოპერაციის ხანგრძლივობის ვადა თავიდანვე განსაზღვრული ჰქონდა.
მისი თქმით, ვარაუდობდა, რომ ირანის სამხედრო ხელმძღვანელობის განადგურებას ოთხი კვირა დასჭირდებოდა, მაგრამ ეს უფრო სწრაფად მოხდა.
„ამიტომ, გრაფიკით წინ ვართ. პირველ რიგში, ჩვენ ირანის სარაკეტო შესაძლებლობებს ვანადგურებთ. მეორე - ჩვენ მათ საზღვაო ფლოტს ვანადგურებთ. მესამე - უზრუნველვყოფთ, რომ მსოფლიოში ტერორიზმის ნომერ პირველ სპონსორს ბირთვული იარაღი არასდროს ჰქონდეს. და ბოლოს - უზრუნველვყოფთ, რომ ირანმა ტერორისტული დაჯგუფებების შეიარაღება და დაფინანსება ვეღარ შეძლოს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.