ნატო ირანის წინააღმდეგ დარტყმებში არ ჩაერთვება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა.
ამასთან, რუტემ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია შეაქო.
"ნამდვილად მნიშვნელოვანია, რასაც აშშ აკეთებს ისრაელთან ერთად, რადგან ანადგურებს და ამცირებს ირანის უნარს, რომ ბირთვული ან ბალისტიკური შესაძლებლობები მოიპოვოს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.