ისრაელის დარტყმების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ცნობისთვის, „ჰეზბოლამ“ ღამით ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა. საპასუხოდ, ისრაელმა ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმების შედეგად „ჰეზბოლას“ დაზვერვის შტაბის ხელმძღვანელი, ჰუსეინ მაკლედი დაიღუპა.