ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. ირანული მედიის ცნობით, ირანის სახელმწიფო მაუწყებლის, IRIB-ის შტაბ-ბინის გარშემო ორი აფეთქების ხმა გაისმა.
მათი თქმით, საკომუნიკაციო ცენტრი გამოიყენებოდა "სამოქალაქო საქმიანობის საფარქვეშ სამხედრო საქმიანობის წინსვლისთვის“ და „პროპაგანდისტული საქმიანობისთვის“.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება თეირანის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
მედია აღნიშნავს, რომ ასევე, გუშინ ღამით აშშ-ისრაელის დარტყმების დროს IRIB-ის შტაბ-ბინა დაბომბეს.
"საჰაერო ძალებმა ირანის ტერორისტული რეჟიმისა და „ჰეზბოლას“ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ დარტყმების ფართომასშტაბიანი ტალღა დაიწყეს“, - აცხადებენ თავდაცვის ძალებში.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში ათობით ლოკაციის, მათ შორის ბეირუთის სამხრეთით მდებარე ორი უბნის, მაცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
რეკომენდაცია ვრცელდება ბაჰრეინში, ეგვიპტეში, ირანში, ერაყში, ისრაელში, დასავლეთ სანაპიროზე, ღაზას სექტორში, იორდანიაში, ქუვეითში, ლიბანში, ომანში, კატარში, საუდის არაბეთში, სირიაში, არაბთა გაერთიანებული საამიროებსა და იემენში მყოფ მოქალაქეებზე.

სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ თავდასხმამ, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ორი დრონით განხორციელდა, ხანძარი და შენობის მცირე მატერიალური დაზიანება გამოიწვია.
საუდის არაბეთში აშშ-ის მისიამ ჯიდაში, ერ-რიადსა და დაჰრანში მყოფი საკუთარი მოქალაქეებისთვის გაავრცელა შეტყობინება, რომ თავი შეიკავონ იმ ადგილების დატოვებისგან, სადაც იმყოფებიან და განაცხადა, რომ რეგიონში არსებულ ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე არააუცილებელ გადაადგილებას შეზღუდავს.
ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის დიპლომატიურ კვარტალში აფეთქებების ხმები ისმოდა. Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ აშშ-ის საელჩოში, რომელიც ამ ტერიტორიაზე მდებარეობს, ხანძარი გაჩნდა.