ბიზნესმენი ილია წულაია ახლო აღმოსავლეთში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ომანის დედაქალაქ მასკატიდან საქართველოსკენ დანიშნული რეისის თაობაზე განცხადებას ავრცელებს
"შუა აღმოსავლეთში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს, 3 მარტს 1600-ზე, ჩემი და ჩემი მეგობრების შეკვეთით (კერძო რეისით) ერთი 120 კაციანი სამგზავრო თვითმფრინავი გაემგზავრება მასკატიდან თბილისის მიმართულებით (ხომალდის დაქირავებაზე დასტური მივიღეთ გუშინ, 2 მარტს 23.30 საათზე).
ჩვენ ვისზეც ინფორმაცია გვქონდა დავუკავშირდით და დაახლოებით 70 ჩვენს თანამოქალაქესთან ერთად ვბრუნდებით თბილისში.
დაახლოებით 30-40 ადამიანის ადგილი კიდევ გვაქვს. შესაბამისად ვინც იმყოფებით მასკატში და შეძლებთ დღეს 14.00 -მდე აეროპორტში მოსვლას გთხოვთ სასწრაფოდ დაუკავშირდეთ ჩვენს ტურისტულ აგენტს - ავთანდილ კუსრაშვილს (ნომერზე +995 577 38 50 65) და უსასყიდლოდ წაგიყვანთ თბილისში. მეც პირადად, ჩემს ოჯახთან ერთად ვიმყოფები დუბაიში და ამჟამად ავტომობილით მივდივარ მასკატში ამ რეისით თბილისში დაბრუნების მიზნით. ბოდიშს გიხდით, რომ უფრო ადრე ვერ გაცნობეთ ამ შესაძლებლობის შესახებ - როგორც აღვნიშნე რეისის გამოფრენა დაგვიდასტურეს გუშინ შუაღამით. ასევე შეგახსენებთ, დღეისთვის, 3 მარტს, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით 23.00 საათზე მასკატიდან თბილისში გაემგზავრება თვითმფრინავი. ვისაც უფრო ამ რეისით გიხერხდებათ წასვლა უნდა დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ემირატებში. ყველას მშვიდობას გისურვებთ!"