ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელია, ლელა წურწუმია, მარიამ როინიშვილი და სხვები... - როგორ ულოცავენ ცნობილი ქართველები დედებს 3 მარტს?

ხვიჩა კვარაცხელია, ლელა წურწუმია, მარიამ როინიშვილი და სხვები... - როგორ ულოცავენ ცნობილი ქართველები დედებს 3 მარტს?

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება - დღესასწაული, რომელიც სიყვარულით, მადლიერებითა და თბილი მოგონებებით არის სავსე. ტრადიციულად, ამ დღეს სოციალური ქსელი აჭრელდა ემოციური პოსტებითა და საოჯახო ფოტოებით. ცნობილი სახეებიც არ იშურებენ თბილ სიტყვებს მათთვის, ვინც მათ ცხოვრებაში ყველაზე მთავარ როლს ასრულებს.

ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ დედას მადლობა განსაკუთრებული სიტყვებით გადაუხადა: "დედი, სამყარო შენით იწყება, ყველაზე ძვირფასი და ყველაზე ნამდვილი ხარ“.

ჟურნალისტი ეკა ხოფერია ამ დღეს ოჯახური იდილიით შეხვდა. მან გამომწერებს შვილებთან და დედასთან ერთად გადაღებული თბილი კადრები გაუზიარა.

ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი, ანა, დედას დღესასწაულს აქამდე უცნობი ფოტოებით ულოცავს. არქივში დაცულ კადრებში თავად ექსპრეზიდენტიც ჩანს, რაც პოსტს განსაკუთრებულ ნოსტალგიურ ელფერს სძენს.

ქართველი გულშემატკივრების რჩეულმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, დედას 3 მარტი ოჯახური ფოტოთი მიულოცა. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, სპორტსმენმა ყურადღების მიღმა არ დატოვა ეს მნიშვნელოვანი დღე.

ტოპ-მოდელმა თაკო ნაცვლიშვილმა დედას, ნინო ცქიტიშვილს, ინგლისურენოვანი ემოციური მიმართვა მიუძღვნა: "გილოცავ დედის დღეს ყველაზე მშვენიერ ადამიანს შიგნიდან და გარეთ! მიყვარხარ უპირობოდ“.

მომღერალი მარიამ როინიშვილი დედას, თამრიკო ჭოხონელიძეს, მადლიერებით სავსე პოსტით მიმართავს: "დე, გილოცავ, რაც დრო გადის უფრო ვაფასებ ყველაფერს. მიყვარხარ“.

ჟურნალისტმა ნინო ქაჯაიამ კი არქივიდან დედობის ამსახველი კოლაჟი ამოქექა. მან გამოაქვეყნა ფოტოები იმ პერიოდიდან, როდესაც მისი შვილი, თაია, ჯერ კიდევ პატარა იყო, რითაც დედობის პირველი, ყველაზე ტკბილი წლები გაიხსენა.

მომღერალმა ლელა წურწუმიამ დედის დღე განსაკუთრებული ფოტოებით აღნიშნა. მან გამომწერებს გაუზიარა კადრები, რომელშიც დედასთან და შვილთან, მარიამთან ერთად არის აღბეჭდილი.