ავტორი:

ომანიდან ნოშიკო ნამორაძის დაქირავებული თვითმფრინავი უკვე ჩამოფრინდა, რომელშიც ეკა კახიანის შვილები ქეთო და ანასტასია თოფურიძეებიც იმყოფებოდნენ -  რას გვიყვება ბიზნესმენის მეუღლე?

ომანიდან ნოშიკო ნამორაძის დაქირავებული თვითმფრინავი უკვე ჩამოფრინდა, რომელშიც ეკა კახიანის შვილები ქეთო და ანასტასია თოფურიძეებიც იმყოფებოდნენ -  რას გვიყვება ბიზნესმენის მეუღლე?

მას შემდეგ, რაც შექმნილი სამხედრო კრიზისის გამო, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა დღის წესრიგში დადგა, პირველი კერძო რეისი თბილისში ომანიდან უკვე ჩამოფრინდა. ბორტზე, რომელიც ბიზნესმენმა ნოშიკო ნამორაძემ დააორგანიზა, ეკა კახიანის შვილები - ქეთო და ანასტასია თოფურიძეებიც იმყოფებოდნენ.

  • "როგორც იქნა, სახლში ვარ"

ქეთო თოფურიძე, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად საქმიანობს დუბაიში, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"როგორც იქნა სახლში ვარ. თბილისი, საქართველო. მადლობა ყველას სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის…“ - წერს ქეთო და აეროპორტში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ჩვენ დავუკავშირდით ქეთოს დას, მომღერალ ნინი ბადურაშვილს, რომელმაც ინფორმაცია დაგვიდასტურა:

"ქეთო და ანასტასია ჩამოვიდნენ. ნოშიკო და ნინო (სუთიძე) ჩვენი ახლო მეგობრები არიან და სწორედ მათი რეისით გამოფრინდნენ გოგონები", - გვითხრა ნინიმ.

  • რას ამბობს ნოშიკო ნამორაძის მეუღლე?

ბიზნესმენ ნოშიკო ნამორაძის მეუღლე, ნინო სუთიძე, განმარტავს, რომ ეს იყო მეგობრული და ჰუმანიტარული ნაბიჯი და მოუწოდებს საზოგადოებას, ამ ფაქტს პოლიტიკური სარჩული არ მიაწერონ:

"მე თბილისში ვიყავი, ჩემმა მეუღლემ კი ჩამოიყვანა ისინი, ვისაც ეს სჭირდებოდა. მასკატიდან გამოფრინდნენ 14-კაციანი ბორტით. ჩვენ ხშირად ვართ დუბაიში საქმიანობიდან გამომდინარე. ბორტზე ძალიან შინაურები ისხდნენ, ასევე ორი ადამიანი, იქაურები, ვინც ითხოვა წამოსვლა.

ეკა კახიანის ოჯახთან ძალიან ვმეგობრობთ. გოგოები იქ იყვნენ, ეკამ დამირეკა და მითხრა... ასე გადაწყდა მათი წამოყვანა. ეს იყო უბრალოდ პირველი კერძო რეისი. ამ ამბის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არასწორია - სახელმწიფოც აკეთებს რეისებს და ხალხი ჩამოჰყავთ".

  • კიდევ ერთი კერძო რეისი მასკატიდან - ბიზნესმენების ინიციატივა

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ ბიზნესმენები ილია წულაია და ლაშა კვაჭაძე ("ბლოქსის“ დამფუძნებელი) კიდევ ერთ მასშტაბურ რეისს აორგანიზებენ.

დღეს, 3 მარტს, 16:00 საათზე, მასკატიდან თბილისის მიმართულებით 120-კაციანი ხომალდი გამოფრინდება. ბიზნესმენების განცხადებით, ბორტზე კიდევ დარჩენილია 30-40 თავისუფალი ადგილი, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები უსასყიდლოდ ისარგებლებენ.

შეგახსენებთ, რომ დღესვე, 23:00 საათზე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული რეისიც, რომლის თაობაზეც მოქალაქეებმა საელჩოს უნდა მიმართონ.

იხილეთ ასევე: