ლიბანის პრეზიდენტის ჯოზეფ აუნის განცხადებით, "ჰეზბოლას“ სამხედრო საქმიანობის აკრძალვის შესახებ ბეირუთის გადაწყვეტილება სუვერენული და საბოლოო გადაწყვეტილებაა.
მისი თქმით, მინისტრთა საბჭომ არმიას და უსაფრთხოების ძალებს გადაწყვეტილების ლიბანის ყველა რეგიონში განხორციელება დაავალა.
ცნობისთვის, გუშინ, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ნავაფ სალამმა "ჰეზბოლას“ სამხედრო ოპერაციები უკანონო ქმედებებად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ისრაელმა, "ჰეზბოლას“ მხრიდან განხორციელებული სარაკეტი იერიშის საპასუხოდ, ლიბანზე იერიში მიიტანა.