ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სოფელში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადეს, შემთხვევის ადგილზე მაშველი-მეხანძრეები იყვნენ მობილიზებული და ხანძარი ლიკვიდირებულია.
რაც შეეხება დაზარალებულებს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახი უკვე გაიყვანეს ქირით და მათ „ხანძრის შედეგად დაზარალებულთან დახმარების შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ.