გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ადასტურებს, რომ ირანში ნა"ანზის ბირთვული საწვავის გამამდიდრებელი ობიექტი დაზიანდა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ზიანი შესასვლელ შენობებს მიადგა. ორგანიზაციის განმარტებით, თავად ქარხანაში რადიოლოგიური შედეგები არ დაფიქსირებულა.
CNN-ის მიერ გაანალიზებულმა თანამგზავრულმა ფოტოებმა, რომელიც სივრცითი დაზვერვის კომპანია Vantor-მა გადაიღო, აჩვენა, რომ დარტყმები დიდ საწყობსა და ორ პატარა, ორსართულიან შენობას მიაყენეს.