ავტორი:

ჯიმ ქერი თუ მისი "კლონი"? სკანდალი პარიზში და დაბნეული გულშემატკივრები - "ავტოგრაფებს მარჯვენა ხელით წერდა, მაშინ როცა ის "ცაციაა"

ჯიმ ქერი თუ მისი "კლონი"? სკანდალი პარიზში და დაბნეული გულშემატკივრები - "ავტოგრაფებს მარჯვენა ხელით წერდა, მაშინ როცა ის "ცაციაა"

ჰოლივუდის ვარსკვლავის, ჯიმ ქერის გამოჩენამ პარიზში, „სეზარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე, ნამდვილი შოკი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 64 წლის მსახიობი იმდენად შეცვლილი იყო, რომ გულშემატკივრების ნაწილი დარწმუნებულია - სცენაზე არა თავად ვარსკვლავი, არამედ მისი „კლონი“ ან პროფესიონალი ორეული იდგა.

ვინ არის ალექსის სტოუნი და რა კავშირი აქვს მას ამ ამბავთან?

სოციალურ ქსელებში ეჭვები მას შემდეგ გამწვავდა, რაც ცნობილმა იმიჯმეიკერმა და ტრანსფორმაციის ოსტატმა, ალექსის სტოუნმა (ნამდვილი სახელი - ელიოტ რენცი) ინსტაგრამზე ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოებზე ჩანდა ჯიმ ქერის მსგავსი პროტეზირებული ნიღაბი, ხელოვნური კბილები და პარიკი, წარწერით: „ალექსის სტოუნი ჯიმ ქერის როლში პარიზში“.

ამ პოსტმა ინტერნეტი ააფეთქა. მეგან ფოქსმაც კი ვერ დამალა გაოცება და დაწერა: "ამაზე მეტ სტრესს ვეღარ გავუძლებ, უნდა ვიცოდე, ეს მართალია თუ არა!“

რას ამბობენ ოფიციალური პირები?

მიუხედავად იმისა, რომ ფანები თვალების ფერის ცვლილებასა და "შესიებულ“ სახეზე მიუთითებენ, ჯიმ ქერის წარმომადგენელმა კატეგორიულად უარყო ყველა ჭორი:

"ჯიმ ქერი პირადად დაესწრო დაჯილდოებას და თავად ჩაიბარა საპატიო „სეზარი“. ყოველგვარი შეთქმულების თეორია საფუძველს მოკლებულია“.

"სეზარის“ დაჯილდოების ორგანიზატორმა, გრეგორი კოლიემ კი განმარტა, რომ მსახიობი ამ ვიზიტისთვის ზაფხულიდან ემზადებოდა და 8 თვის განმავლობაში სწავლობდა სამადლობელ სიტყვას ფრანგულ ენაზე.

რატომ არ სჯერათ ფანებს?

კონსპიროლოგები რამდენიმე დეტალს ეჭიდებიან:

1. თვალის ფერი: ბევრის აზრით, ჯიმს ყოველთვის მუქი ყავისფერი თვალები ჰქონდა, პარიზში კი მისი თვალები უფრო ღია ფერის ჩანდა.

2. მემარცხენეობა: ზოგიერთმა შენიშნა, რომ მსახიობი ავტოგრაფებს მარჯვენა ხელით აწერდა, მაშინ როცა ცნობილია, რომ ის მემარცხენეა.

3. პლასტიკური ქირურგია: ნაწილი მიიჩნევს, რომ მსახიობმა უბრალოდ გადაჭარბებული კოსმეტიკური პროცედურები ჩაიტარა, რამაც მისი სახის ნაკვთები შეცვალა.

თავად ჯიმ ქერიმ ცერემონიაზე ემოციური სიტყვა წარმოთქვა, მადლობა გადაუხადა ოჯახის წევრებს და თავის კომპანიონს, მინ აჰ-ს. მიუხედავად ოფიციალური დასტურისა, ინტერნეტმომხმარებლების დიდი ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ალექსის სტოუნის მორიგი გენიალური პერფორმანსი იყო.

შეგახსენებთ, რომ ჯიმ ქერი ბოლო წლებში იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში და რამდენჯერმე კარიერის დასრულებაზეც მიანიშნა, თუმცა ის 2027 წელს „სონიკის“ მეოთხე ნაწილში ექიმ რობოტნიკის როლს დაუბრუნდება.

წყარო