ირანს მოლაპარაკებები სურს - უკვე გვიანია , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
"მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ფლოტი და ხელმძღვანელობა აღარ არის. მათ მოლაპარაკებები სურთ. მე ვუთხარი: „უკვე გვიანია“!“, - წერს ტრამპი.
ამასთან, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ს „იარაღის შეუზღუდავი მარაგი აქვს და მზადაა დიდი გამარჯვებისთვის“.
ინფორმაციას ირანის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება“ ავრცელებს. ამასთან, ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, Hengaw-ის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა მინიმუმ 1 500-ს მიაღწია, მათ შორის 200 მშვიდობიანი მოქალაქე და ირანის ძალების 1 300 წევრია.
ირანის „წითელი ნახევარმთვარის“ მონაცემებით, შაბათის შემდეგ 504 ლოკაციაზე 1 039 თავდასხმა დაფიქსირდა.
დღეს ირანში სკოლის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. ქალაქ მინაბის ცენტრალურ ქუჩებსა და მთავარ მოედანზე ხალხის დიდი რაოდენობა შეიკრიბა, მათ ნაწილს ხელში დაღუპულების ფოტოები ეჭირათ და აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ პროტესტის გამომხატველ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
ირანის ოფიციალური პირების თქმით, შაბათს დილით, ქალაქ მინაბის სკოლაზე აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 168 მოსწავლე დაიღუპა.
წაიკითხეთ ასევე: