ავტორი:

რა იცვლება უკრაინისთვის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტით - ზელენსკის განცხადება: "ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, მაგრამ ვშიშობ, რომ..."

რა იცვლება უკრაინისთვის ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტით - ზელენსკის განცხადება: "ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, მაგრამ ვშიშობ, რომ..."

ირანში კონფლიქტმა, შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

  • ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასულ წელს, 12-დღიანი ომის დროს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროგრამების მუშაობა შენელდა.

"ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, მაგრამ ვშიშობ, რომ ეს შესაძლოა კვლავ მოხდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე, ზელენსკის ცნობით, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრის მორიგი რაუნდი კვლავ მარტის დასაწყისშია დაგეგმილი.

"სამმხრივი შეხვედრის გადადება არ მომხდარა, ირანზე შეტევის მიუხედავადაც კი, ამიტომ, მჯერა, რომ იგი გეგმის მიხედვით, შესაძლოა, 5 ან 6 მარტს გაიმართოს. შესაძლოა, აბუ-დაბიში აღარ ჩატარდეს. მე უპირატესობას ჟენევას ვანიჭებ, რადგან ომი ჩვენს კონტინენტზეა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

წაიკითხეთ ასევე: