ავტორი:

"122 მგზავრი მოვემართებით საქართველოსკენ" - ომანიდან ილია წულაიას ორგანიზებით დაქირავებული თვითმფრინავი უკვე გამოფრინდა: რა ფოტოებს აქვეყნებს ბიზნესმენი ბორტიდან

"122 მგზავრი მოვემართებით საქართველოსკენ" - ომანიდან ილია წულაიას ორგანიზებით დაქირავებული თვითმფრინავი უკვე გამოფრინდა: რა ფოტოებს აქვეყნებს ბიზნესმენი ბორტიდან

მას შემდეგ, რაც შექმნილი სამხედრო კრიზისის გამო, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა დღის წესრიგში დადგა, ბიზნესმენმა ილია წულაიამ მასშტაბური რეისი დააორგანიზა.

  • როგორ ირკვევა, ომანის დედაქალაქ მასკატიდან რეისი უკვე მოემართება საქართველოსკენ და მასზე 122 მგზავრი იმყოფება. ამის შესახებ წულაია სოციალურ ქსელში წერს:

"საქართველოს 60-ზე მეტი მოქალაქე დაგვემატა და 122 მგზავრი მოვემართებით საქართველოსკენ!

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობარ ბიზნესმენებს (ლაშა კვაჭაძეს, სოსო ნონიაშვილს, ლევან ფხაკაძეს, კახა დევაძეს, კახა კობაივანოვს, ბაჩო საბანაძეს, ლევან კობიაშვილს, ალექსანდრე ამისულაშვილს და უტა მაზიაშვილს), ვისთან ერთადაც შევუკვეთეთ კერძო რეისი და ვბრუნდებით ჩვენს საყვარელ სამშობლოში.

ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს აღმოჩენილი დახმარებისთვის, რის გარეშეც ომანში კერძო თვითმფრინავის მიღებას ვერ მოვახერხებდით.

ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო სოსო ნონიაშვილს, ტრუსტარი კომპანია რუსტარის დამფუძნებელს და დირექტორს, რომელიც პირადად და მთელი მისი გუნდით დღე და ღამე იმაზე ზრუნავდა და მუშაობდა, რომ მთელი ჩვენი ჯგუფი უსაფრთხოდ და კომფორტულად გამოვეყვანეთ კონფლიქტის ზონიდან.

მშვიდობა საქართველოს, მშვიდობა რეგიონს და მშვიდობა საქართველოს ყველა მოქალაქეს ვინც ამ რეგიონშია ჩარჩენილი!

მალე ყველას საქართველოში მშვიდობით დაბრუნებას გისურვებთ!" - წერს წულაია.

შეგახსენებთ, რომ დღესვე, 23:00 საათზე, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული რეისიც, რომლის თაობაზეც მოქალაქეებმა საელჩოს უნდა მიმართონ.

წაიკითხეთ ასევე: