ავტორი:

გოლფის მოედანზე უეცრად მიწა ჩაინგრა და 200 წლის წინანდელი მარანი გამოჩნდა - რა მოხდა ინგლისში

გოლფის მოედანზე უეცრად მიწა ჩაინგრა და 200 წლის წინანდელი მარანი გამოჩნდა - რა მოხდა ინგლისში

დიდ ბრიტანეთში მდებარე გოლფის მოედანზე მორიგი თამაშის დროს უეცრად მიწა გაიხსნა და მიწის ქვეშ ჩამარხული 200 წლის საიდუმლო მარანი გამოჩნდა.

მწვანე მოედნის მოვლაზე პასუხისმგებელი სტივ ჰოპკინსი გაოგნდა, როცა დიდი მანჩესტერის ტრეფორდში მდებარე მოედანზე წარმოქმნილ ღრმა ორმოში ჩაიხედა.

გოლფ კლუბის მოედანზე გაჩენილმა ორმომ მე-19 საუკუნის ღვინის მარანი გამოავლინა, რომელიც ათეულობით ღვინის, შამპანურისა და პორტვეინის ბოთლით იყო სავსე.

საინტერესოა, რომ მე-13 ფოსოს (თამაშისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ჩაღრმავება) სადაც მიწა ჩავარდა, სიმბოლურად “მარნები“ (The Cellars) ეწოდება. აღმოჩენის შემდეგ თხრა გაგრძელდა თუმცა, სამწუხაროდ, ყველა ბოთლი რაც იპოვეს, ცარიელი აღმოჩნდა

გოლფის კლუბი, სადაც მარანი იპოვეს ინგლისში სიძველით მეოთხეა 1860-იან წლებშია დაარსებული, თავად აღმოჩენილი მარანი 1888 წლით თარიღდება, სავარაუდოდ მისი ნაწილი მიზანმიმართულად არის დანგრეული მას შემდეგ, რაც მყიდველი ვერ მოიძებნა, მოგვიანებით კი ნაგებობის ნარჩენებიც დავიწყებას მიეცა.

წყარო