ოქროს კუბოში ჩასვენებული ნემესიო ოსეგერა სერვანტესის იგივე “ელ მენჩო“ -ს პომპეზური დაკრძალვის ცერემონია მექსიკის ქალაქ გუადალახარაში, ნარკოკორიდოს (მექსიკური მუსიკის ქვეჟანრი, რომელიც ძირითადად კრიმინალური ცხოვრების წესის რომანტიზებას ემსახურება) მელოდიის თანხლებით გაიმართა.


სააგენტო Agence France-Presse-ის ცნობით, გვირგვინები იმდენად ბევრი იყო (უმეტესად ანონიმურად გამოგზავნილი), რომ მათი სასაფლაომდე გადატანისთვის ხუთი სატვირთო მანქანის გამოყენება გახდა საჭირო.
დაკრძალვის სამგლოვიარო მსვლელობას თან ორკესტრი ახლდა, რომელიც ტრადიციულ რანჩერასა და ნარკოკორიდოსს მელოდიის ფონზე ნარკობარონების ცხოვრებასა და “გმირობებზე“ დაწერილ სიმღერებს ასრულებდა.

ერთსაათიანი ცერემონიის შემდეგ დაკრძალვის მონაწილეები, რომელთაგან ბევრი სახეს ნიღბებით მალავდა, ჩასასვენებელს სამარხამდე გაჰყვნენ.
როგორც ჟურნალისტებმა აღნიშნეს, რომ თავად “ელ მენჩოს“ საფლავი საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებოდა, განსაკუთრებით სხვა ნარკობარონების სამარხებთან შედარებით, რომლებზეც ხშირად მთელი მავზოლეუმებია აღმართული.
“ახალი თაობა ხალისკოს“ ნარკოკარტელის დამფუძნებლის “ელ მენჩოს“ სიკვდილს მექსიკაში არეულობები მოჰყვა, კარტელის წევრებმა ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს და ქვეყნის 20 შტატში გზები გადაკეტეს.

დაკრძალვის დღეს მექსიკის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა და ქალაქების ქუჩებში ეროვნული გვარდიის დამატებითი დანაყოფები გამოიყვანა.
წაიკითხეთ ასევე: