საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სტუმრობს. ის ქვეყანაში თანმხლებ დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
სანამ ოფიციალური ნაწილი დაიწყება, ფაშინიანს ქართველმა კოლეგამ არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები კახეთში შეიკრიბნენ.
კადრებში, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ავრცელებს ჩანს, რომ სომხეთის პრემიერმა ვახშამზე მუსიკალური ნომერი შეასრულა და დრამზე დაუკრა.
"ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა.

ასევე, გაიმართება საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ოქმს. ამასთან, დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, არარატ მირზოიანის შეხვედრა”, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წაიკითხეთ ასევე: