ავტორი:

"შესანიშნავი საუბარი მქონდა ბრენდან ჰანრაჰანთან საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე" - ნიკოლოზ სამხარაძე

"შესანიშნავი საუბარი მქონდა ბრენდან ჰანრაჰანთან საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე" - ნიკოლოზ სამხარაძე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ და ევრაზიულ საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძე პლატფორმა X-ზე წერს.

სამხარაძის შეფასებით, ჰანრაჰანთან "შესანიშნავი საუბარი ჰქონდა".

"შესანიშნავი საუბარი მქონდა ბრენდან ჰანრაჰანთან საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებზე. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებზე, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევებზე, შუა დერეფანზე/TRIPP-სა და ორმხრივ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე”, - წერს სამხარაძე X-ზე.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აშშ-ში იმყოფება.