დუბაიში აშშ-ის საკონსულოსთან ახლოს დრონის ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა.
დუბაიში აშშ-ის საკონსულოსთან ახლოს დრონის ჩამოვარდნის შედეგად ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
"დუბაიში აშშ-ის საკონსულოსთან დრონით თავდასხმის შემდეგ გაჩენილი ხანძარი წარმატებით არის ლიკვიდირებული“, - ნათქვამია განცხადებაში.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.