ავტორი:

11 წლის გოგონა ემსხვერპლა ქუვეითში დრონის ჩამოვარდნას - რა დეტალებს ავრცელებს CNN-ი

11 წლის გოგონა ემსხვერპლა ქუვეითში დრონის ჩამოვარდნას - რა დეტალებს ავრცელებს CNN-ი

ქუვეითის საჰაერო თავდაცვამ დღეს დილით რამდენიმე საჰაერო სამიზნე გაანადგურა, რომლის ნამსხვრევებიც საცხოვრებელ სახლს დაეცა და დააზიანა, - ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საცხოვრებელ ზონაში ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მიღებული დაზიანებებით 11 წლის გოგონა დაიღუპა, მისი ოჯახის ოთხი წევრი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ქუვეითმა, შაბათიდან, აშშ-ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დაწყებიდან, ასობით დრონი და რაკეტა მოიგერია, რომელთა სამიზნეც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და აშშ-ის საელჩო იყო.

კატარში ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდეს სამხედრო ბაზას, ალ-უდეიდის საჰაერო ბაზას, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს. ინფორმაციას მედია საშუალებები თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანიდან გაშვებული მეორე ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს.

წაიკითხეთ ასევე: