ავტორი:

დიდძალი ქონება, მკურნალობა ლონდონში და რეჟიმის მართვის ნაკლები გამოცდილება - რა არის ცნობილი ლიკვიდირებული ალი ხამენეის სავარაუდო მემკვიდრე ვაჟზე?

დიდძალი ქონება, მკურნალობა ლონდონში და რეჟიმის მართვის ნაკლები გამოცდილება - რა არის ცნობილი ლიკვიდირებული ალი ხამენეის სავარაუდო მემკვიდრე ვაჟზე?

ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი (IRGC) აჩქარებული წესით მოითხოვს ისლამური რესპუბლიკის შემდეგი ლიდერის დანიშვნას ალი ხამენეის გარდაცვალების შემდეგ, - ამის შესახებ ინფორმირებულმა წყაროებმა Iran International-ს განუცხადეს.

“მას შემდეგ, რაც ალი ხამენეი აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა, ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და სამხედრო სტრუქტურებში არეულობამ და დაბნეულობამ იმატა. რევოლუციური გვარდიის კორპუსი (IRGC) დაჟინებით მოითხოვს ლიდერის სასწრაფო წესით დანიშვნას სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლით. ვინაიდან საჰაერო დარტყმები გრძელდებოდა, შეუძლებელი გახდა ექსპერტთა საბჭოს- უზენაესი ლიდერის შერჩევაზე პასუხისმგებელი კონსტიტუციური ორგანოს სხდომის მოწვევა,“- წერს გამოცემა.

  • ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაციაც, რომ ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ცოცხალია და უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.

მოჯთაბა ხამენეის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს დასავლური მედიაც. dailymail-ი მის შესახებ პირად ინფორმაციასაც ასაჯაროებს. მაგალითად, აშშ-ის საიდუმლო დაზვერვის დოკუმენტის თანახმად, ირანის ახალი უზენაესი ლიდერის პოსტზე დასახელებული მოჯთაბა ხამენეი, არაერთხელ მკურნალობდა დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოებში.

“როგორც ამბობენ 56 წლის მოჯთაბა მამის მემკვიდრეობის გასაგრძელებლად ემზადებოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ლონდონში, აშშ-ის საელჩოსთვის 2008 წელს გაგზავნილი და მოგვიანებით "ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებული საიდუმლო მასალების თანახმად, ოჯახი მოჯთაბას მემკვიდრეების გაჩენას სთხოვდა. თუმცა მამაკაცს ამისათვის მკურნალობა დასჭირდა.

აშშ-ის დაზვერვის ცნობით, მოჯთაბა ლონდონში, კრომველის საავადმყოფოში მკურნალობდა.

ბრიტანეთის საავადმყოფოში 4 ვიზიტის შემდეგ, საბოლოოდ მას ვაჟი შეეძინა, რომელსაც ბაბუის, მაშინდელი უზენაესი ლიდერის, სახელი - ალი დაარქვეს. აშშ-ის დაზვერვის თანახმად, ის შედარებით გვიან, 2004 წელს დაქორწინდა.

დაზვერვაში ასევე დეტალურად იყო აღწერილი, თუ როგორ "მუშაობდა მოჯთაბა უზენაესი ლიდერის ოფისში მამამისის ჩრდილქვეშ“. რეჟიმში ის "ფართოდ აღიქმებოდა, როგორც ქმედითი და ძლიერი ლიდერი და მენეჯერი, რომელმაც შესაძლოა ოდესმე მაინც დაიკავოს ეროვნული ლიდერის ადგილი.“

როგორც ამბობენ, ის "დაახლოებული იყო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) ლიდერებთან.“

  • New York Times-ის ცნობით, 86 წლის ალი ხამენეიმ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე საიდუმლოდ დაასახელა სამი კანდიდატი, რომლებიც შესაძლოა ირანის მომავალი სულიერი ლიდერები გამხდარიყვნენ და მათგან მისი ვაჟი არცერთი არ იყო.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ალი ხამენეის სურვილი იყო უზენაესი ლიდერის პოსტი დააკავებინა სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელ ღოლამ-ჰოსეინ მოჰსენი-ეჯეს, მისი ადმინისტრაციის უფროსს - ალი ასგარ ჰეჯაზს ან ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამეინის შვილიშვილს, ჰასან ხამეინს.

აღსანიშნავია რომ მოჯთაბა ალი ხამენეის მეორე ვაჟია და ჰყავს უფროსი ძმა, მოსტაფა, რომელიც ასევე სასულიერო პირია.

  • რა ქონებას ფლობს მოჯთაბა ხამენეი?

ბოლო წლებში მოჯთაბა ირანში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი გახდა. არაბულენოვანი გაზეთის, "ალქუდს ალარაბის“ ცნობით, ის შესაძლოა მილიარდერი იყოს და უზარმაზარი სიმდიდრე არაბთა გაერთიანებული საემიროების, სირიის, ვენესუელასა და აფრიკის ბანკებში ჰქონდეს შენახული. მისი ქონება შესაძლოა ასევე მოიცავდეს დაახლოებით 300 მილიონი დოლარის ოქროს და ბრილიანტს, შვეიცარიის საბანკო ანგარიშებს.

იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან კრიპტოვალუტის გამოყენებით დუბაიში 328 მილიონი დოლარი გადაიტანა. გამოცემის თანახმად, მისი სიმდიდრის დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ჩინეთსა და ინდოეთში გაყიდული ნავთობის გადასახადებიდან მოდის.

როგორც ამბობენ, მას მთელ მსოფლიოში აქვს უძრავი ქონება. მათ შორის 40 მილიონი დოლარის ღირებულების სასახლე ლონდონში, "მილიარდერთა რიგის“ სახელით ცნობილ ქუჩაზე.

ირანში კი ფლობს თეირანის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში მდებარე “აბას აბადის“ ელიტური უბნის ნაწილს და მიწის უზარმაზარ ნაკვეთებს მეშჰედის მახლობლად.

როგორც ამბობენ, მას ასევე ჰყავს კერძო თვითმფრინავი, სასწრაფო მოგზაურობისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, Mercedes-ის მანქანების ფლოტი და ცხენები.

  • მოჯთაბა 1969 წელს მაშჰადში დაიბადა და მოგვიანებით მსახურობდა ირან-ერაყის ომში.

მოჯტაბა ხამენეი თეირანში მდებარე ჰეზბოლას ოფისში - 2024 წლის 1 ოქტომბერი.

უმაღლეს სასწავლებელში თეოლოგიის შესწავლისას მას ასწავლიდა რადიკალი სასულიერო პირი, რომელიც ცნობილია როგორც "ნიანგის აიათოლა“. აიათოლა მუჰამედ ტაკი მისბაჰ იაზდი, რომელიც გარდაიცვალა 2021 წელს, იყო ცნობილი მკაცრი ხაზის წარმომადგენელი, რომელიც მხარს უჭერდა ბირთვული იარაღის შემუშავებას.

2019 წელს აშშ-მ მას სანქციები დააკისრა "უზენაესი ლიდერის ოფიციალური წარმომადგენლობისთვის“, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს ყოფილა არჩეული ან დანიშნული სამთავრობო თანამდებობაზე, მამის ოფისში მუშაობის გარდა.

წყარო

იხილეთ ასევე: