აბუ-დაბიდან დაბრუნებული სალომე ღვინიაშვილის განცხადებას ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმაურება. ჟურნალისტი წერს, რომ სახიფათო ზონიდან გამოსასვლელად რეისზე მოსახვედრად "ჩაწყობაა" საჭირო.
"ერთ ლამაზ გოგოს ვუყურე, ერთადერთი ქვეყანაა საქართველო, რომლის მოსახლეობაც გამოიყვანა აბუ-დაბიდან ხელისუფლებამო. ამ გოგომ ეტყობა არ იცის, რომ აბუ-დაბიში ჩარჩენილ მოქალაქეებს აირზენაში პასუხობენ, სიას მთავრობა ადგენს და ჩვენ ვერ გადავწყვეტთ ბორტზე ვინ მოხვდებაო.
ქოცების სიის მიხედვით, ანუ ჩაწყობით ხვდება მანდ ხალხი. ბილეთის ყიდვაც კი რომ უნდოდეს სხვას, მაინც ვერ დაჯდება მაგ თვითმფრინავში" - წერს ჟორჟოლიანი.
ახლო აღმოსავლეთში შექმნილი რთული ვითარების გამო, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამ თემას სოციალურ ქსელში თბილისის მერი, კახა კალაძეც გამოეხმაურა, რომელიც სტამბოლის გავლით თბილისში მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად ბრუნდება. მერმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს ჩარტერული რეისების ორგანიზებისთვის და აღნიშნა, რომ ომანიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა უსაფრთხოდ ხორციელდება.
საშიშ ზონაში იმყოფებოდა ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი სალომე ღვინიაშვილიც. მან აბუ-დაბიში გატარებულ მძიმე წუთებსა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებაზე მედიასთან ისაუბრა. კომენტარში აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა აღმოჩნდა, რომელმაც საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია ოპერატიულად შეძლო.
წაიკითხეთ ასევე: