ავტორი:

კლივლენდის ერთ-ერთ პარკში, ჩემოდანში მოთავსებული 2 მოზარდი გოგონას ცხედარი იპოვეს - რა ხდება ცნობილი

კლივლენდის ერთ-ერთ პარკში, ჩემოდანში მოთავსებული 2 მოზარდი გოგონას ცხედარი იპოვეს - რა ხდება ცნობილი

ორშაბათს, კლივლენდის ერთ-ერთ პარკში, ჩემოდანში მოთავსებული ორი არასრულწლოვანი გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედრებს შემთხვევით წააწყდა ძაღლის მომვლელი და სამართალდამცველებს დაუკავშირდა.

ადგილზე მისულ პოლიციას საზარელი სურათი დახვდა - ორი არასრულწლოვანი გოგონას ცხედარი, რომლებსაც სასტიკი მოპყრობის კვალი ეტყობოდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, საქმე მკვლელობასთან აქვთ. გარდაცვლილი გოგონების ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია.

ქალაქის პოლიციის უფროსმა, დოროთი ტოდიმ განაცხადა, რომ გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ არასრულწლოვანები პარკის ტერიტორიაზე.

ტოდის განცხადებით, ერთ-ერთი გოგონა, სავარაუდოდ, 8-დან 13 წლამდე ასაკისაა, ხოლო მეორე — 10-დან 14 წლამდე.

გამოძიება გრძელდება. სამართალდამცველები დამატებით დეტალებს მას შემდეგ გაასაჯაროებენ, რაც ექსპერტიზის შედეგები და იდენტიფიცირების პროცესი დასრულდება.

წყარო