ავტორი:

“სისხლიანი მთვარე“ და ულამაზესი სანახაობა - იშვიათი მოვლენის სანახავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა (ფოტო)

“სისხლიანი მთვარე“ და ულამაზესი სანახაობა - იშვიათი მოვლენის სანახავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ათასობით ადამიანი შეიკრიბა (ფოტო)

3 მარტს მსოფლიოს მთვარის სრული დაბნელება იხილა. მუქი მოწითალო-ნარინჯისფერი ციური სხეული მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში გამოჩნდა და სანახაობა მართლაც ულამაზესი იყო.

აზიაში, ავსტრალიაში, წყნარ ოკეანესა და ამერიკაში, წითლად მოელვარე მთვარეს ათასობით ადამიანი კავირდებოდა.

“სისხლიანი მთვარე“ მაშინ ხდება ადამიანებისთვის ხილული, როდესაც დედამიწა პირდაპირ მზესა და მთვარეს შორის დგება და ეს მდგომარეობა მას ჟოლოსფერ იერსახეს აძლევს.

ეს დაბნელება ზედიზედ სამი სრული მთვარის დაბნელებიდან ბოლო იყო; პირველი 2025 წლის მარტში მოხდა, ხოლო მეორე - 2025 წლის სექტემბერში. მორიგი “სისხლიანი მთვარე“ 2028 წლის 31 დეკემბერს მოხდება.

CNN წარმოგვიდგენს სხვადასხვა ქვეყანაში გადაღებულ ულამაზეს ფოტოებს:

მთვარე 2 მარტს, ბოლივიაში, ლა-პასის ცაზე გამოჩნდა.
წითლად შეფერილი მთვარე - ოკლენდი, ახალი ზელანდია.
მთვარე სიმინდის მოსავლის აღების დროს - კოშილი, ბრაზილია.

ნიუ-იორკი, ჰადსონ იარდსის ეჯის ღია სადამკვირვებლო პლატფორმა
სალამინის კუნძული, საბერძნეთი.