შრი-ლანკას სანაპიროებთან ირანული სამხედრო გემი ჩაიძირა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 1 ადამიანი, 78 მძიმედ არის დაშავებული ხოლო 140 ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.
32 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ისინი სამხრეთ პორტის ქალაქ გალეს სახელმწიფო საავადმყოფოში მკურნალობას გადიან.

მედიის ინფორმაციით, 4 მარტს შრი-ლანკის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ გალეს სიახლოვეს ირანულმა ფრეგატმა "დენამ" განგაშის სიგნალი გაავრცელა.

შრი-ლანკის საზღვაო ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გემს წყალქვეშა ნავი დაესხა თავს. თავდამსხმელი იდენტიფიცირებული არ არის.
ამჟამად ადგილზე მობილიზებულია შრი-ლანკას სამხედრო საზღვაო ძალები, რომლებიც სამაშველო ოპერაციას ატარებენ.