იაპონიის ზოოპარკში მცხოვრები პატარა მაკაკა, რომელიც დედამ დაბადებისთანავე მიატოვა, შემდეგ ზრდასრულმა პრიმატებმა არ მიიღეს და ნუგეში პლუშის სათამაშოში ჰპოვა, კიდევ ერთხელ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.
ვიდეოს, რომელიც ვირუსულად უკვე გავრცელდა, AsianFeed ავრცელებს.

თავდაპირველად ვერავინ ამჩნევდა პანჩის ამ გასაოცარ ჩვევას და უნარს - სწრაფად აითვისოს ახალი ჩვევები. თუმცა ერთ დღეს, როდესაც ვიზიტორები მინასთან იდგნენ და მის ვოლიერს ტოვებდნენ, შეამჩნიეს, როგორ აწია პანჩიმ ხელი და მათთან დამშვიდობება დაიწყო.
ზოოპარკის ადმინისტრაციამ დაკვირვების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ეს ერთჯერადად არ მომხდარა. როდესაც პანჩი ხალხს ხედავს, მათ ხელს უწევს და ნაცნობი ჟესტით ემშვიდობება - თითქოს პასუხს სცემს ვიზიტორებს.
დროთა განმავლობაში, ეს მომენტი იმდენჯერ განმეორდა, რომ მის რუტინად იქცა.
ახლა პანჩი დაახლოებით 7 თვის არის. ნელ-ნელა ეგუება სხვა მაკაკებთან ცხოვრებას და პლუშის სათამაშოზე იმდენად აღარ არის დამოკიდებული.
იხილეთ ასევე: