ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ:
"ჩემთვის ცხადია, ბიძინას უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ კრემლი მისი სამფლობელოს თავშესაფრად აღარ გამოადგება.
ირანის ამბებმა თვალნათლივ დაანახა, რომ რუსეთი, როგორც ე.წ. “ზე-სახელმწიფო” დასრულდა და ახლა საკუთარ თავს თუ გადაარჩენს, ესეც დიდი ამბავი იქნება.
არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ის სამყარო, საითაც უნდა გადაათამაშოს, სერიოზულად დაელაპარაკება, სანამ ქვეყანაში ირანის ტიპის მმართველობითი, არაინსტიტუციური “ლიდერის” მოდელია დამკვიდრებული.
იყო დრო, როცა ჩემს მოსაზრებებს ისმენდა და ითვალისწინებდა.
ახლაც ვურჩევ: პირველი, რაც უნდა გააკეთოს, ეს არის საკუთარი როლის ინსტიტუციონალიზაცია, ანუ პრემიერ-მინისტრის რანგში დაბრუნდეს.
სხვა შემთხვევაში, ის, უბრალოდ, განწირულია და შესაძლოა ძალიან მძიმე ფორმითაც…
P.S. გთხოვთ, ნუ დაიწყებთ “მოშორდეს”, “წავიდეს” და ა.შ.ჩვენი სურვილები ერთია, რეალური პოლიტიკა მეორე.
კაცი რომ წავიდეს, ჯერ კარები უნდა იპოვოს".