კარიერის განმავლობაში, უელსში დაბადებული მოდელი არაერთი ბრენდის რეკლამაში გადაუღიათ. განსაკუთრებული პოპულარობა მას “Bugle Boy“ ჯინსების სატელევიზიო რეკლამაში შესრულებულმა როლმა მოუტანა, სადაც ანაბელი უდაბნოში შავ Ferrari-ს მართავდა.


მოგვიანებით, ანაბელ შოფილდი ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად და ტელესერიალ “Dallas“-ში ლორელ ელისის როლი შეასრულა, ის 1988 წელს პოპულარული სერიალის 12 ეპიზოდში გამოჩნდა.

შოფილდმა პროდიუსერობაც სცადა და ფილმების “The Brothers Grimm“, “Doom“ და “City of Ember“ წარმოებაში მიიღო მონაწილეობა.
დაავადებასთან ბრძოლას GoFundMe-ზე გამოქვეყნებული პოსტების სერიით აღწერდა.

მისი ბოლო პოსტი 18 იანვარს გამოქვეყნდა, სადაც გულშემატკივრებს აცნობა, რომ ცხვირის ღრუზე ოპერაცია ჩაიტარა და დაწერა, რომ “თავს საკმაოდ სუსტად გრძნობდა, თუმცა შვება იგრძნო, რადგან ცხვირით სუნთქვა კვლავ შეძლო.“
“ის იყო ერთგული, მზრუნველი და, უპირველეს ყოვლისა, საოცარი სილამაზის ქალი. ანაბელმა თავისი საქმე იცოდა და საუკეთესო იყო", - დაწერა მოდელის გარდაცვალების შემდეგ, შოფილდის მეგობარმა და სააგენტო Take Two Agency-ის მფლობელმა მელისა რიჩარდსონმა