მართალია, ადამიანებისთვის ომის ქარცეცხლი და ბალისტიკური რაკეტები, ყოველდღიურობას ცვლის, მაგრამ ისრაელელი მაიკლ მარიანოფისა და ლიორ ლასრისთვის ეს დაბრკოლება არ აღმოჩნდა. მათმა ისტორიამ, რომელიც თელ-ავივის ერთ-ერთ ბომბსაფარში დაიწერა, კიდევ ერთხელ დაანახა მსოფლიოს, რომ სიცოცხლის წყურვილი ნებისმიერ იარაღზე ძლიერია.

ქორწილი თელ-ავივის ცნობილი სავაჭრო ცენტრის, "დიზენგოფ ცენტრის“ მიწისქვეშა ავტოსადგომში გაიმართა, რომელიც ომის დროს საიმედო ბუნკერად იქცევა ხოლმე.

მაშინ, როცა გარეთ საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა და ცას რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები ანათებდნენ, ბუნკერში მუსიკა და სიხარულის ყიჟინა არ წყდებოდა.

ამ კადრებმა მსოფლიო მედია მოიარა. ბევრი მიიჩნევს, რომ მაიკლისა და ლიორის ქორწილი ისრაელელი ხალხის სიმტკიცის სიმბოლოდ იქცა: უნარი, შექმნა რაიმე ლამაზი და მარადიული მაშინ, როცა გარემო ამის საწინააღმდეგოს გკარნახობს. ეს იყო დღე, როდესაც ბომბსაფარი სიყვარულის ციხესიმაგრედ იქცა, ხოლო რაკეტების შიშმა ადგილი მომავლის იმედს დაუთმო.
