ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი წყვილის, სელენა გომესისა და ბენი ბლანკო გარშემო კვლავ სკანდალია. ამჯერად მიზეზი კადრებია ერთ-ერთი პოდკასტიდან, რომელმაც საზოგადოების დიდი ნაწილი დააბნია და გააღიზიანა.
ბლანკომ ეს მომენტი მაშინვე აიტაცა და წამყვანებს ჰკითხა: "მოგეწონათ?“. სელენა აშკარად შეცბა, მეუღლეს ფეხზე ხელი ჰკრა და სთხოვა, ეს "განსაკუთრებულ მომენტად“ არ ექცია. თუმცა, ბლანკომ აღფრთოვანება ვერ დამალა: "უბრალოდ მესიამოვნა, ამან დღე გამილამაზა. ძალიან მიყვარხარ“, - აღნიშნა მან.

რატომ განეწყო საზოგადოება აგრესიულად?
საქმე მხოლოდ კოცნაში არ არის. სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ბენი ბლანკო ინტერნეტში ჰიგიენის გამო გააკრიტიკეს - პირველ ეპიზოდში მისი ფეხები იმდენად მოუწესრიგებლად ჩანდა, რომ ფანებმა სელენას განქორწინებაც კი ურჩიეს.
"ვიმედოვნებ, ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის ვინმე იტყვის, რომ ეს ხელოვნური ინტელექტია და არა რეალობა“;
"სელენა, გეხვეწები, გონს მოდი, არცერთი კაცი არ ღირს ამად!“;
"ეს უბრალოდ ამაზრზენი და სამარცხვინოა“ - წერდნენ კომენტარებში.

ბლანკოს პასუხი კრიტიკოსებს
ბენი ბლანკო ამ საკითხს იუმორით უყურებს. ჯიმი ქიმელის შოუში მან ფეხსაცმელიც კი გაიხადა და კამერასთან ახლოს მიიტანა იმის დასამტკიცებლად, რომ სინამდვილეში სუფთაა. "იდეალური ფეხები მაქვს", - ამბობდა ის.

სელენა და ბენი 2023 წლიდან ერთად არიან, ხოლო 2025 წლის სექტემბერში მათ სანტა-ბარბარაში გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს.