ახლო აღმოსავლეთში კრიზისი გრძელდება. წუხელ, ირანიდან ისრაელის მიმართულებით სამი სარაკეტო იერიში განხორციელდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა.
პარალელურად, გრძელდება ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი მოქმედებები ირანის წინააღმდეგ.
-
ირანული მედია კი აქვეყნებს ვიდეო მასალას, სადაც მიწისქვეშა ბუნკერში რიგებად განლაგებული დრონების ფლოტია ნაჩვენები.

- დრონები განათებული გვირაბის ორივე კედლის გასწვრივ, მწკრივებად არის განლაგებული, გვირაბი კი ირანის დროშებითაა გაფორმებული.
როგორც სამხედრო ექსპერტები წერენ, ვიდეოში, სავარაუდოდ, შედარებით იაფი ღირებულების, “შაჰედის“ ტიპის დრონებია ნაჩვენები.

- ირანმა ასეთი დრონები აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ, ოპერაციების “Epic Fury“ და “Lion Roar“-ის შემდეგ, საპასუხო იერიშის დროს გამოიყენა.
დარტყმები ბაჰრეინში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, კატარსა და ქუვეითში მდებარე აშშ-ს სამხედრო ბაზების წინააღმდეგ იყო მიმართული.


წყარო