ავტორი:

"ირანის მუქარა "მტრის ნავთობის ხაზებზე“ დარტყმის შესახებ მხოლოდ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს შეიძლება ნიშნავდეს" - რას წერს Middle East Eye

"ირანის მუქარა "მტრის ნავთობის ხაზებზე“ დარტყმის შესახებ მხოლოდ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს შეიძლება ნიშნავდეს" - რას წერს Middle East Eye

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაურის მრჩეველი აცხადებს, რომ თეირანი მიზანში ამოიღებს "მტრისთვის ნავთობის მიწოდების ხაზებს". ამის შესახებ გამოცემა Middle East Eye წერს.

არაბული წარმოშობის მაღალჩინოსანმა წყაროებმა Middle East Eye-ს განუცხადეს, რომ ზრდის სერიოზულ შეშფოთებას, რომ ირანი მიზანში ამოიღებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენს, რომელსაც ნედლი ნავთობი აზერბაიჯანიდან ისრაელში გადააქვს.

"ირანის მუქარა "მტრის ნავთობის ხაზებზე“ დარტყმის შესახებ მხოლოდ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს შეიძლება ნიშნავდეს, რადგან ის ისრაელის ნედლი ნავთობის მთავარი მიმწოდებელია“, - განუცხადა წყარომ MEE-ს.

  • ისრაელის ნავთობის მიწოდების თითქმის 30 პროცენტი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე გადის.

MEE-ს წყარომ აღნიშნა, რომ ნავთობსადენი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე გადის და თავდასხმის მცდელობის შემთხვევაში, ირანმა შეიძლება ყველაზე მარტივად მისაწვდომ აზერბაიჯანის ტერიტორიას დაარტყას

წყარო