ავტორი:

მედიაში ირანული სამხედრო გემის აფეთქების ამსახველი კადრები ვრცელდება (ვიდეო)

მედიაში ირანული სამხედრო გემის აფეთქების ამსახველი კადრები ვრცელდება (ვიდეო)

მედიაში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ ფეთქდება შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროსთან მყოფი ირანული ფრეგატი “ირის დენა“.

  • აშშ-ს თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის თქმით, “თავდასხმა აშშ-ის საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავმა განახორციელა და ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მტრის ხომალდის ტორპედოთი ჩაძირვის პირველი შემთხვევა“

გავრცელებული ინფორმაციით, იერიშის შედეგადაც, 80-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მთლიანად გემზე ეკიპაჟის 180 წევრი იმყოფებოდა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/XaYMHrHeo2g?si=yMOrOiE1aKtexpYP" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

"განგაშის სიგნალის ჩართვის შემდეგ შრი-ლანკის შეიარაღებულმა ძალებმა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაიწყეს"- წერს Reuters-ი

არსებული ინფორმაციით, მათ ამ დროისთვის 32 ადამიანი გადაარჩინეს.

"მიუხედავად იმისა, რომ გემი ჩვენი ტერიტორიული წყლების მიღმა იყო, ის იყო ჩვენი ძიებისა და გადარჩენის არეალშია, ამიტომ საგანგებო სიგნალზე დაუყოვნებლივ ვუპასუხეთ. ჩვენ ვიპოვეთ წყალზე მოტივტივე ადამიანები და გადავარჩინეთ ისინი. შემდგომი გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ისინი ირანული გემიდან იყვნენ”,- განაცხადა შრი-ლანკას საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.

წყ0არო