ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დრონის ნამსხვრევები იპოვეს, - გამოცემა "ეხოკავკაზას“ ცნობით, ინფორმაცია აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ რუსულ მედიას დაუდასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახებისას დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა.
<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?23" data-telegram-post="aiasharaabh/10660" data-width="100%"></script>
ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, "შეინარჩუნონ სიმშვიდე და დრონების ჩამოვარდნის ადგილებს ან ჩამოვარდნილი დრონების ფრაგმენტებს აღმოაჩენენ, არ მიუახლოვდნენ, არ შეეხონ მათ და დაუყოვნებლივ აცნობონ“ შესაბამის ორგანოებს.
ინფორმაციის დადასტურებამდე, სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, თუ როგორ მოძრაობენ დრონები აფხაზეთის თავზე.