ავტორი:

ირანმა ისრაელს ღამით ბალისტიკური რაკეტებით სამჯერ შეუტია - ისრაელში აცხადებენ, რომ არავინ დაშავებულა

ირანმა ისრაელს ღამით ბალისტიკური რაკეტებით სამჯერ შეუტია - ისრაელში აცხადებენ, რომ არავინ დაშავებულა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანიდან ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების გაშვება დააფიქსირეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, სირენები ცენტრალურ ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში გააქტიურდა.

აღსანიშნავია, რომ ღამით ირანიდან ისრაელის მიმართულებით სამი სარაკეტო იერიში განხორციელდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა.