ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო კამპანიის ფონზე, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთ საზღვარზე სამხედრო ქვედანაყოფების მობილიზება და საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი მედიაგამოცემა Qazetchi საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ამ დროისთვის შეწყვეტილია სამხედრო მოსამსახურეების შვებულებები - ისინი სასწრაფო წესით გამოიძახეს თავიანთ ნაწილებში.
ძირითადი ზომები, რაც ბაქომ მიიღო:
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია, თუმცა სამხედრო ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯები "სავსებით ბუნებრივია" შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.
ექსპერტების პროგნოზები და "ლტოლვილთა ტალღა"
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იადიგარ სადიგლი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მეთაურმა პრევენციული ზომები აუცილებლად უნდა მიიღოს:
"შესაძლოა რაკეტამ მიზანს ააცილოს და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩამოვარდეს, ან ქაოსის დროს რომელიმე ქვედანაყოფის მეთაურმა დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს. ჩვენი ჯარი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს."
პარალელურად, უფლებადამცველი ჰილალ მამედოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯარის მობილიზება შესაძლოა ირანიდან მოსალოდნელი ლტოლვილების ტალღის შეკავებასაც ისახავდეს მიზნად. მისი თქმით, კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, ათასობით ქალი და ბავშვი შეეცდება მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის აზერბაიჯანში თავშესაფრის პოვნას.
გაურკვევლობა საელჩოებთან დაკავშირებით
დაძაბულობის ფონზე, საზოგადოებაში მცირე პანიკა გამოიწვია ინფორმაციამ იაპონიის საელჩოს მუშაობის შეჩერების შესახებ. მოგვიანებით საელჩომ განმარტა, რომ მხოლოდ საკონსულო განყოფილება დაიკეტა დროებით, რეგიონში არსებული "დაძაბული ვითარების გამო" და არა კონკრეტული საფრთხის არსებობის გამო.
იხილეთ ასევე: