ავტორი:

შრი-ლანკაში, ირანულ სამხედრო ხომალდზე აშშ-ის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა

შრი-ლანკაში, ირანულ სამხედრო ხომალდზე აშშ-ის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა

შრი-ლანკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამერიკული წყალქვეშა ნავიდან ტორპედოს გასროლის შემდეგ ინდოეთის ოკეანეში, შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროსთან ირანული სამხედრო ხომალდის, IRIS Dena-ს ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც კარაპიტიას სასწავლო საავადმყოფოს დირექტორმა CNN-ს განუცხადა, დაღუპულთა კონკრეტული რიცხვი 87-ს შეადგენს.

შრი-ლანკის საზღვაო ძალების ცნობით, ამ დროისთვის 32 ადამიანი გადაარჩინეს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გემზე, სავარაუდოდ, 180 ადამიანი იმყოფებოდა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა საერთაშორისო წყლებში ირანული გემი ჩაძირა. ჰეგსეთის თქმით, “თავდასხმა აშშ-ის საზღვაო ძალების წყალქვეშა ნავმა განახორციელა და ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მტრის ხომალდის ტორპედოთი ჩაძირვის პირველი შემთხვევაა.“

წყარო

იხილეთ ასევე: