4 მარტს, საუდის არაბეთის დედაქალაქ, რიადიდან თბილისში ავიარეისი შესრულდა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთიდან სამშობლოში 171 მგზავრი დააბრუნა.
შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო რიგ ქვეყნებში საჰაერო სივრცის დახურვამ შეაფერხა მგზავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით სპეციალური რეისები 3, 4 და 5 მარტს დაიგეგმა საქართველოს იმ მოქალაქეთათვის, რომელთაც შეექმნათ სამშობლოში დაბრუნების პრობლემა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელისუფლება განაგრძობს ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას მოქალაქეების დროულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველსაყოფად.
დღეს, ადგილობრივი დროით 19:00 საათზე რეისები შესრულდება ომანიდან და საუდის არაბეთიდან.
საქართველოს საელჩოები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კატარის სახელმწიფოსა და საუდის არაბეთის სამეფოში, განაგრძობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო დახმარების აღმოჩენას.
მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში დაბრუნება სურთ, უწყება მოუწოდებს დაუკავშირდნენ შესაბამის საელჩოებს:
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):
ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335ტელეფონი: +971 2 553 36 83ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge
საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):
ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071ტელეფონი: +974 44 739 499ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge
შეგახსენებთ, რომ ომანიდან თბილისის მიმართულებით პირველი სპეციალური რეისი 3 მარტს შესრულდა.