ავტორი:

აფხაზეთიდან ოკუპანტ რუსეთში, ა.წ. თებერვლიდან მოყოლებული 300 ტონა მიმოზა გაიტანეს

აფხაზეთიდან ოკუპანტ რუსეთში, ა.წ. თებერვლიდან მოყოლებული 300 ტონა მიმოზა გაიტანეს

რუსული მედიის თანახმად, საერთაშორისო ქალთა დღის წინ, ოკუპირებული აფხაზეთიდან ოკუპანტ რუსეთში 300 ტონა მიმოზა გაიტანეს. როგორც ირკვევა, მცენარის პირველი პარტიები თებერვლის დასაწყისში შევიდა.

კრასნოდარის საბაჟოს სოჭის სამსახურის პრესსპიკერის, მარინა ჟუპანოვას ინფორმაციით, სოჭის საბაჟოებმა ჯამში 300 ტონაზე მეტი მიმოზა გააფორმეს. მხოლოდ ერთი უქმე დღის განმავლობაში დაახლოებით ხუთი ტონა "ოქროსფერი ყვავილი“ გაფორმდა.

"მიმოზა რუსეთის ყველა რეგიონში გადააქვთ. ტვირთის ტრანსპორტირება დახურულ მდგომარეობაში და დაბალი ტემპერატურის რეჟიმში ხდება. ძირითადი მიწოდება მარტის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება", - განაცხადა მან.

აფხაზეთში ამ დროისთვის მიმოზა მასობრივად ყვავის. აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, დმიტრი ხაგუშის თქმით, ე.წ. საბაჟო კომიტეტის 4 მარტის მონაცემებით, რუსეთში 317 318 კილოგრამი მიმოზაა "ექსპორტირებული".

"წელს უკვე მეტია გატანილი, ვიდრე გასულ წელს. მაღალი ექსპორტი ხარისხიან მოსავალთანაა დაკავშირებული. სეზონი წელს კარგი გამოვიდა. მიმოზა მოთხოვნადია მხოლოდ 8 მარტამდე. კრეფა დაახლოებით 6-7 რიცხვამდე გაგრძელდება. ამინდი ხელსაყრელია, ამიტომ მოსავალი სტაბილურია“, - აღნიშნა მან.

ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთისთვის მიმოზის ყველაზე დიდი მიმწოდებელია.